თურქული მხარე პარხალის სარესტავრაციო სამუშაოებს აგრძელებს
კულტურა

დიპლომატი და ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი სოციალურ ქსელში პარხალის ფოტოებს ავრცელებს - თურქული მხარე სარესტავრაციო სამუშაოებს აგრძელებს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.
"პარხალი ხარაჩოებშია ჩასმული. რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენთვის ცნობილი არ არის. მდგომარეობას თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობის ხელშეკრულების არარსებობა ართულებს. როდის დასრულდება დოკუმენტზე მუშაობა, თქმა გამიჭირდება", - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
პარხალი ტაო-კლარჯეთში მდებარეობს. ტაძარი მე-10 საუკუნეში დავით III კურაპალატმა ააგო და გვიანდელი ქართული ბაზილიკის მნიშვნელოვანი ნიმუშია.





