13 აპრილი 2017, 16:25
ახალგაზრდა დაბლდორის როლს ჯუდ ლოუ ითამაშებს
კულტურა

ჯუდ ლოუ
გაზიარება
ფილმ „ჯადოსნური ცხოველების“ გაგრძელებაში, ახალგაზრდა ალბუს დამბლდორის როლს ჰოლივუდის მსახიობი ჯუდ ლოუ შეასრლებს. ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.
ფილმში მოქმედება „ჰარი პოტერამდე“ 65 წლის ადრე ხდება. „ლოუ ითამაშებს დამბლდორს, რომელიც ჯერ კიდევ ტრანსფიგურაციის მასწავლებლად მუშაობდა ჰოგვარტსის სკოლაში“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
„ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ წინა წლის ნოემბერში გამოვიდა და 813 მილიონი დოლარი მოაგროვა. მეორე ნაწილის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.





