13 აპრილი 2017, 13:49
მერიის გადაწყვეტილებით, ცისფერყანწელებს თბილისში მემორიალს გაუხსნიან
კულტურა

გაზიარება
თბილისის მერიამ "ცისფერყანწელთა ორდენის" წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. გამარჯვებულ პროექტს ღია კონკურსის საშუალებით კომისია გამოავლენს. მემორიალური ობიექტი თბილისში მოქანდაკის მიერ შერჩეულ ადგილზე განთავსდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორ ფიზიკურ პირებს, ისე შემოქმედებით კავშირებსა და ავტორთა ჯგუფს.





