ანა შეპკინა
საქართველოში დედაენის კვირეული დაიწყო
კულტურა

დედაენა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ დედაენის კვირეული დაიწყო. თარიღთან დაკავშირებით, 13-დან 21 აპრილამდე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში თავისუფალი გაკვეთილები გაიმართება, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას დაეთმობა.
დღეს ეს გაკვეთილები ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ტარდება. დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.





