imedi
ლეგენდარული გერმანელი კინოოპერატორი მიხაელ ბალჰაუსი გარდაიცვალა
კულტურა

მიხაელ ბალჰაუსი
გერმანელი კინოოპერატორი, მიხაელ ბალჰაუსი ბერლინში, საკუთარ სახლში, 81 წლისა დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას გერმანული Die Welt. ავრცელებს.
მისი ყველაზე დამახასიათებელი ილეთი კამერის 360 გრადუსით შებრუნება იყო, რასაც ოპერატორი მოცულობის ეფექტის შექმნისთვის მიმართავდა.
გერმანიაში ის ისეთ რეჟისორებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან რეინერ ვერნერ ფასბინდერი, ფოლკერ შლენდორფი და მარგარეტ ფონ ტროტა. მის ფილმოგრაფიაში გერმანული კინოს საკულტო ფილმებია: “პეტრ ფონ კანტის ცხარე ცრემლები“, “ჩინური რულეტკა“, “მარია ბრაუნის ქორწინება“ და „ლილი მარლენი“.
1985 წლიდან ბალჰაუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა. ის ცნობილია მარტინ სკორსეზესთან მრავალწლიანი თანამშრომლობით. კინემატოგრაფისტებმა ერთად გადაიღეს ისეთი ფილმები როგორიც არის “სამუშაოს შემდეგ“, “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, “ნიუ იორკის ბანდები“.
უკანასკნელი ფილმი, რაზეც ბალჰაუსი მუშაობდა, გახლდათ გერმანული დრამა “3096 დღე“.





