06 ნოემბერი 2025, 20:53
ხელოვნური აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები - ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი უზრუნველყოფილია „სანოფი ავენტისის“ მიერ წარმოებული ინსულინით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჯანდაცვა

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის, „სანოფი ავენტისის“, მიერ წარმოებული ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.
ბოლო დღეების განმავლობაში დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე განმარტებები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად გააკეთა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეული ადამიანების მიერ მცდარი ინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება, ხელოვნურ აჟიოტაჟს კი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი.




