ივანე ჩხაიძე: მეოთხე, ანუ მეორე ბუსტერ დოზის აუცილებლობა ნათელია 50 წელს ზემოთ ადამიანებში
ჯანდაცვა

ივანე ჩხაიძე
ფოტო: Facebook
მეოთხე, ანუ მეორე ბუსტერ დოზის აუცილებლობა ნათელია 50 წელს ზემოთ ადამიანებში, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ჯანმო“ „ომიკრონის“ ქვემუტაციებს აკვირდება და განიხილავს მათ, როგორც ინტერესის ვარიანტებს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა. ჯერჯერობით „ჯანმო“ აკვირდება ამ მუტაციებს და განიხილავს მათ, როგორც ინტერესის ვარიანტებს. ასე რომ ჯერ ზეიმი ნამდვილად ადრეა.
მეოთხე, ანუ მეორე ბუსტერ დოზის აუცილებლობა ნათელია 50 წელს ზემოთ ადამიანებში. აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება ასევე იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, პირველ რიგში ეს ეხებათ პაციენტებს დაქვეითებული იმუნური სისტემით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.




