თენგიზ ცერცვაძე: ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა - ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა
ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე
ფოტო: არქივი
დიდი და ყველაზე სერიოზული შეცდომაა იმის მოლოდინი, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი და გაციებაა, ამიტომ მას პრაქტიკულად არაფერი სჭირდება და შესაბამისად, არც ვაქცინაციაა საჭირო, რადგან თუ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვაში განაცხადა.
„ომიკრონი“ შედარებით სუსტია, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი. ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. ყოველდღიურად ვისმენ ინფორმაციას, რომ ვაქცინირებულია 2000 ადამანი ან თუნდაც 6000 - ეს არაფერია“, - განაცხადა ცერცვაძემ.




