www.imedi.ge
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 355 204 984 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 606 038 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 71 709 180 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 868 512 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (16 917 8464), მესამეზე კი ინდოეთია (39 799 202).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




