ავსტრალიის პრემიერი: ნოვაკ ჯოკოვიჩმა უნდა დაამტკიცოს, რომ სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დაბრუნება მოუწევს
ჯანდაცვა

ნოვაკ ჯოკოვიჩი
ფოტო: Reuters
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში დაშვებისას ნოვაკ ჯოკოვიჩმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დაბრუნება მოუწევს.
4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო.
„ველოდებით, რა მტკიცებულებებს მოგვაწვდის ამის დასადასტურებლად. თუ ეს მტკიცებულება არასაკმარისი იქნება, მაშინ მას განსხვავებულად არ მოექცევიან და შემდეგი თვითმფრინავით სახლში გაემგზავრება. ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის განსაკუთრებული წესები საერთოდ არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაკავშირებულმა სიტუაციამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია ავსტრალიაში, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 90%-ზე მეტს ვაქცინის ორი დოზა აქვს მიღებული.



