Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით მიმართა
ჯანდაცვა

ფოტო: AP
Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
„რაც შეიძლება სწრაფად ვმოქმედებთ, რათა ეს პრეპარატი პაციენტების ხელში აღმოჩნდეს და მოუთმენლად ველით თანამშრომლობას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან ჩვენი განაცხადის განხილვაზე“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.
5 ნოემბერს, Pfizer-მა განაცხადა, რომ მისი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.
Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა.
კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.




