26 ოქტომბერი 2021, 13:57
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 1 106 ადამიანი ემსხვერპლა
ჯანდაცვა

ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს 1 106 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 36 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 8 316 019 შემთხვევა დადასტურდა, 232 775 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 213 584 პაციენტი - გამოჯანმრთელდა.





