იაპონია საგანგებო მდგომარეობას აუქმებს
ჯანდაცვა

ფოტო: Reuters
გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, 30 სექტემბერს, იაპონიის ყველა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აღარ მოუწევს ყოფნა, მაინც დარჩება გარკვეული შეზღუდვები კვების ობიექტებთან და ფართომასშტაბიან ღონისძიებებთან დაკავშირებით - ესეც, მხოლოდ ერთი თვით.
ამ დროისთვის, ქვეყანაში რესტორნები მხოლოდ 20:00 საათამდე მუშაობენ და ალკოჰოლის გაყიდვა ეკრძალებათ. ორ დღეში, მათი სამუშაო დრო 21:00 საათამდე გადაიწევს და ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებული შეზღუდვაც მოიხსნება.
იაპონიის მოსახლეობის თითქმის 60%-ია აცრილი.



