30 აგვისტო 2021, 09:03
ამირან გამყრელიძე: Pfizer-ის მარაგიც ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას
ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე
ფოტო: არქივი
გაზიარება
ამ დროისთვის ორსულებისთვის რეკომენდებულია და დაშვებულია Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები. რადგან AstraZeneca ჩვენთან დაშვებულია 45 წლის ზემოთ, ამიტომ ეს ორსულებისთვის ნაკლებად მისაღებია, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენთან ადმინისტრირებული ვაქცინებიდან, ორსულები უნდა აიცრან Pfizer-ით, რომლის მარაგიც ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




