საქართველოს რომელ რეგიონშია კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აქ ვირუსი 53 435 ადამიანს დაუდგინდა.
რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, სია ასეთია:
იმერეთი - 53 435 შემთხვევა;
აჭარა - 49 126 შემთხვევა;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 29 246 შემთხვევა;
ქვემო ქართლი - 22 486 შემთხვევა;
შიდა ქართლი - 19 365 შემთხვევა;
კახეთი - 18 578 შემთხვევა;
მცხეთა-მთიანეთი 9 014 შემთხვევა;
გურია 8 522 შემთხვევა;
სამცხე-ჯავახეთი - 6 051 შემთხვევა;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 340 შემთხვევა.
* რაც შეეხება დედაქალაქის - თბილისში ინფიცირების 179 928 შემთხვევაა გამოვლენილი.
🟦 რუკაზე არ არის ასახული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მონაცემები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.





