საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ია
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 3.24%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3.92%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.





