ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა
ჯანდაცვა

ფოტო: Reuters
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 607 ადამიანი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13 977 713 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 375 049 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





