დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია იწყება
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
საქართველოში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება. ქვეყნის მასშტაბით 29 250 დოზა სამ დიდ ქალაქშია გადანაწილებული - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
ვაქცინის დოზები 6-მა მრავალპროფილურმა კლინიკამ მიიღო. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სპეციალურ პორტალზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „ფაიზერიც“ დაემატა და დღეში 700-დან 800-მდე მოქალაქის აცრაა დაგეგმილი.
აცრა ჩაუტარდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.





