თეონა კვარაცხელია
ვაქცინაცია ზუგდიდშიც დაიწყო
ჯანდაცვა

ფოტო: თეონა კვარაცხელია
ზუგდიდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დილიდან დაიწყო. ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ნიკა ჭეჟია იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც ვაქცინა მიიღეს.
ექიმები თავიანთ კოლეგებს მოუწოდებენ, გაიარონ რეგისტრაცია და აიცრან კორონავირუსზე. სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და „ევექსის" კლინიკაში დღეიდან შეუძლიათ. სამედიცინო პერსონლის ვაქცინაცია სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ზუგდიდში 40 ექიმია რეგისტრირებული.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 3 100 დოზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული. 15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი - 18 მარტს.
დღეს, ზუგდიდში ვაქცინაციის მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.





