პაატა კუპატაძე
ბრიტანეთის კოვიდკლინიკებში ჟანგბადის დეფიციტია
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბრიტანეთის კოვიდკლინიკებში პაციენტების სამკურნალოდ ჟანგბადი არ ჰყოფნით. ამის შესახებ ექიმ-რეანიმატოლოგი, ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი სამანტა ბატ-როდენი Twitter-ის გვერდზე წერს.
„საავადმყოფოებში ჟანგბადის მარაგი თავდება. ერთ-ერთ ფონდში არაინვაზიური აპარატებიც აღარ დარჩა. შექმნილი ვითარების გამო გვიწევს პაციენტების გადაყვანა 65 მილის დაშორებით მდებარე სხვა კლინიკაში. მოგიწოდებთ ყველას, დარჩით სახლში,“-წერს მედიკოსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




