შანხაის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან კორონავირუსის გავრცელების თემებს აშუქებდა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ჯანდაცვა

ფოტო: AP Photo
შანხაის სასამართლომ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უხანიდან კორონავირუსის გავრცელების თემებს აშუქებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ქალაქ უხანში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების პირველ დღეებში 37 წლის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ჩჟან ჩჟანი რეპორტაჟებს აკეთებდა გადავსებული საავადმყოფოებისა და კრემატორიუმების შესახებ.
შანხაის სასამართლომ ჟურნალისტი მღელვარების პროვოცირებაში დამნაშავედ ცნო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





