სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
სამხრეთ აფრიკა კონტინენტზე პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ის 1 004 413 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 26 735 პაციენტი. ამასთან, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი - 501.V2 დააფიქსირეს, რომელიც უფრო გადამდებია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





