23 დეკემბერი 2020, 15:58
კოვიდინფიცირებული ემანუელ მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
ჯანდაცვა

ემანუელ მაკრონი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კოვიდინფიცირებული ემანუელ მაკრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
17 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჟიტ მაკრონს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს.





