პაატა იმნაძე რუსულ ვაქცინაზე: თუ მას ჯანმო აღიარებს, რატომაც არა, თუმცა რიგში ჯერ სხვა ვაქცინებია
ჯანდაცვა

პაატა იმნაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ რუსული ვაქცინის მიღებაზე დაიწყოს მსჯელობა. ამ თემის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს.
„თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არაა. თუ იქნება აღიარებული, ისმის კითხვა, რატომ არა, მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში - „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური „სინოვაკი“, ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძე ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს ვაქცინაციას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, თავად ისიც გეგმავს რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს და ეს მას ეკუთვნის როგორც ასაკობრივად, ასევე პროფესიულადაც და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. პაატა იმნაძე აპირებს, რომ ვაქცინა მედიის თანდასწრებით გაიკეთოს.




