ეკატერინე ტიკარაძე: თუ გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400, დღეისათვის ეს მონაცემი 20 000-ს აღწევს
ჯანდაცვა

ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: არქივი
თუ გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400, დღეისათვის ეს მონაცემი 20 000-ს აღწევს, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ , პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მობილიზდა ლაბორატორიული ქსელი, რის შედეგად ლუგარის ლაბორატორიის გარდა კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR-ტესტირება. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციისთვის შეიქმნა ონლაინ კლინიკები, ცხელების ცენტრები, საკარანტინო და ცხელების სასტუმროები, სადაც პაციენტები ხარისხიან მომსახურეობას იღებენ.
„მოვახდინეთ ლაბორატორიული ქსელის მობილიზება, რის შედეგად ლუგარის ლაბორატორიის გარდა კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR-ტესტირება. ტესტირების ნაწილში, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს: თუ გაზაფხულზე ყოველდღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400, დღეისათვის ეს მონაცემი 20 000-ს აღწევს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





