უკრაინაში კორონავირუსის 12,630 შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 12,630 ადამიანს დაუდასტურდა, 260 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 944,381 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 16,256 პაციენტი ემსხვერპლა, 561,222 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





