ანა შეპკინა
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
გასული დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვს გადააჭარბა. კოვიდ-ინფექცია 48 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსის დამარცხება კი 204-მა პაციენტმა შეძლო.
COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო ერთი პაციენტი გარდაიცვალა - გორში მცხოვრები 60 წლამდე ქალი, რომელსაც პნევმონია განუვითარდა.
შიდა ქართლში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 117 შეადგენს, აქედან 1 534 პაციენტი სახლში მკურნალობს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6869 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 3077 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.





