რუსეთში კორონავირუსის 27 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 27 328 ადამიანს დაუდასტურდა, 450 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19 სულ 2 681 256 ადამიანს დაუდასტურდა, 2 124 797 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 47 391 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




