კახაბერ კუპატაძე
კახეთში, კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
imedinews- ის ინფორმაციით, COVID19-ს ემსხვერპლა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში მცხოვრები 69 წლის კაცი, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ვირუსით გარდაიცვალა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი 58 წლის კაცი, ის მკურნალობის კურსს საგარეჯოს „ჯეო გოსპიტალსის“ კლინიკაში გადიოდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 51 წლის ქალის, რომელიც სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობდა.
ბოლო რამდენიმე საათში, კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 215 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 6 597- მდე გაიზარდა. სპეციალისტების მიერ მოძიებულია ახალი ინფიცირებულების 412 კონტაქტი. ეპიდემიოლოგების მითითებით, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2 842- ია. დღის განმავლობაში თვითიზოლაციიდან 180 მოქალაქე მოიხსნა.
რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში კი 51 ადამიანი რჩება.
დღეს ვირუსი 57-მა პაციენტმა დაამარცხა და ეს რაოდენობა 3 220- მდე გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაში, ვირუსით სულ 44 მოქალაქე გარდაიცვალა.





