სამცხე-ჯავახეთში მასობრივი ტესტირების დაწყების შემდეგ, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობაც გაიზარდა
ჯანდაცვა

ფოტო: ანა შეპკინა
ამ დროისთვის რეგიონში,რომელიც ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა მწვანე ზონის სტატუსს, 3 254 დადასტურებული შემთხვევაა და 23 პაციენტი გარდაიცვალა.
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს 3 კლინიკა (ახალციხეში,ნინოწმინდასა და ადიგენში) და 3 კოვიდსასტუმრო ემსახურება. რაც ჯამში 130 საწოლია, თუმცა შემთხვევების ზრდასთან ერთად საწოლფონდის გაფართოების საჭიროებაც გაჩნდა, შესაბამისად იგეგმება საავადმყოფოების კოვიდკლინიკებად გადაკეთება ასპინძასა და ბორჯომშიც, ასევე კოვიდსასტუმროების დამატებაც.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 169649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141 392-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 576 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1186 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6829 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3759 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.




