ევროპის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა
ჯანდაცვა

ფოტო: Twitter
ევროპის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული კოვიდშემთხვევების 40%-ი ევროპის რეგიონზე მოდის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში დღიურად კორონავირუსის საშუალოდ 236 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




