კახეთის რეგიონში კორონავირუსი 124 მოქალაქეს დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბოლო 24 საათში, კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 234-მდე გაიზარდა.
imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში COVID-19 კიდევ 124 მოქალაქეს დაუდასტურდა. სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 89 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
კახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატიატიკა ასეთია: ახმეტაში 364 კივიდინფიცირებულია, გურჯაანში - 1107, დედოფლისწყაროში - 425, თელავში -1361, ლაგოდეხში - 699, საგარეჯოში - 563, სიღნაღში - 305 და ყვარელში - 410.
საერთო ჯამში, კახეთში 2 750 კოვიდინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს, აქედან 2 517 ბინაზე იმყოფება, 29 კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული, ხოლო 194 კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს.
კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2705-მდე გაიზარდა, თვითიზოლაციიდან კი 279 ადამიანი მოიხსნა. რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 29 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ვირუსი 96-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 440- მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 137 499-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 540 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.





