დღე-ღამეში ბრაზილიაში 287 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 287 ადამიანი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 335 878 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 173 120 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





