imedi
უკრაინაში კორონავირუსის 13,882 შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,882 ადამიანს დაუდასტურდა, 229 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 661,858 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 11,492 პაციენტი ემსხვერპლა, 307,778 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





