http://imedi.ge/
რუსთავში გარდაიცვალა 21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
რუსთავში 21 წლის კაცი გარდაიცვალა. მან საკარანტინე სივრცე გუშინ დატოვა და კორონავირუსი უკვე აღარ ჰქონდა. ადგილზე ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შემთხვევის ადგილთან მისასვლელი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



