03 ოქტომბერი 2020, 01:11
ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: IMEDI
გაზიარება
ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანს ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით.




