ლიბანში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჯანდაცვა

ფოტო: GettyImages
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 689 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში კორონავირუსს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლიბანში კორონავირუსის 14 935 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 146 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





