ინდოეთში აგვისტოში კორონავირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: Noah Seelam/AFP/Getty Images
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში აგვისტოში კორონავირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 67 151 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 059 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 3.2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 59 449 ადამიანი გარდაიცვალა, 2.4 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





