25 აგვისტო 2020, 17:12
ევროპაში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
ბელგიელი და ნიდერლანდელი ვირუსოლოგების განცხადებით, მათ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების განმეორებით შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ნიდერლანდებში ინფექცია მეორედ დაუდასტურდა ხანდაზმულ კაცს, რომელსაც სუსტი იმუნიტეტი აქვს, ბელგიაში კი COVID-19 პაციენტს გამოჯანმრთელებიდან 3 თვის შემდეგ გამოუვლინდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჰონგკონგელმა მკვლევრებმა კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადეს.





