სომხეთში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ერევანი
ფოტო: Shutterstock.com
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 111 პაციენტს დაუდასტურდა, 426 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 42,936 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 858 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 36,475.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





