24 აგვისტო 2020, 23:42
ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შესაძლებლობა დაადასტურეს
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
ჰონგკონგელმა მკვლევრებმა კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
33 წლის კაცს კორონავირუსი პირველი შემთხვევიდან ოთხ-ნახევარი თვის შემდეგ დაუდასტურდა. როგორც მეცნიერები განმარტავენ, განმეორებითი ინფექცია ახალი ვირუსით არის გამოწვეული, რომელიც მას ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ აღმოუჩინეს.
ვირუსის გენომის სეკვენირებამ აჩვენა, რომ კორონავირუსის მეორე შტამი მცირედით, მაგრამ პირველისგან განსხვავებულია.





