ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდგინდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, 24 გამოკვლეულიდან კორონავირუსის დიაგნოზი რვას დაუდასტურდა, - ამის შესახებ Sputnik Akhazia წერს.
დღე-ღამეში, გუდაუთის საავადმყოფოდან ხუთი განკურნებული გაწერეს. ამ დროისთვის, საავადმყოფოში 14 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 242 შემთხვევაა დადასტურებული, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





