ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების ანტირეკორდი დაფიქსირდა
ჯანდაცვა

ფოტო: REUTERS/FRANCIS MASCARENHAS
ინდოეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 69 878 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 3 მილიონს მიუახლოვდა. ინფექციას 55 794 ადამიანი ემსხვერპლა, 2 222 577 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





