ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 349 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: EFE/ALBERTO MORANTE
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 349 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში ესპანეთში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 377 906 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 28 813 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





