მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსის 7 371 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 627 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსის 505 751 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 55 293 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





