დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 183 ადამიანს დაუდგინდა და 15 ინფიცირებული გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 183 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 185 კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ ინფიცრებულთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 243 180 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 873 ადამიანი, 226 155-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





