დავით კაპიტანოვი
კარანტინის წესების დარღვევის გამო, „ალ საადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი კატარის ფეხბურთის ფედერაციამ 2 700 დოლარით დააჯარიმა
ჯანდაცვა

ჩავი ერნანდესი
ფოტო: facebook
კარანტინის წესების დარღვევის გამო, „ალ საადის“ ლეგენდარული ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჩავი ყატარის ფეხბურთის ფედერაციამ 2 700 დოლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას First Post-ი ავრცელებს.
ერნანდესი კორონავირუსით რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა და იზოლაციაში გადაინაცვლა, თუმცა ჩავი ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ იცავდა და სახლიდან გარეთ რამდენჯერმე გავიდა.
ლეგენდარული ესპანელი ვირუსისგან მალევე განიკურნა და საქმიანობას დაუბრუნდა. მისი მომზადებული „ალ საადი“ კატარის ჩემპიონატში ოცი ტურის შემდეგ 41 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ალ დუჰაილს“ 5 ქულით ჩამორჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





