იდენტიფიცირებულია კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 25 კონტაქტი, რომელიც ქუთაისში, ბაზრობაზე იყო დასაქმებული
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ეპიდემიოლოგებმა ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობის თანამშრომლები გამოიკვლიეს. 61 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, სწორედ ამ ბაზრობაზე იყო დასაქმებული. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მისი 25 კონტაქტი. მათი ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1085 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის განკურნებულია 911. ვირუსმა სულ 16 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, განკურნებულებისას გადააჭარბა, რასაც ბოლო მონაცემებიც ადასტურებს.
23 ივლისს კორონავირუსი 12 ადამიანს დაუდგინდა, მათგან ხუთი შემთხვევა, ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი - გაჩიანის კლასტერიდან, ორი - იმპორტირებული, სამი პაციენტის შემთხვევაში კი, ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.



