რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 176 ადამიანი დაინფიცირდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 7 176 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 606 881-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 154 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 8 513-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 368 822 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





