საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ პარიზში კარანტინის რეჟიმის გაკონტროლების მიზნით დრონების გამოყენება აკრძალა
ჯანდაცვა

ფოტო: DOMINIQUE FAGET / AFP
საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ პარიზში კარანტინის რეჟიმის გაკონტროლების მიზნით დრონების გამოყენება აკრძალა.
ადმინისტრატიულ საქმეებში უმაღლესი სასამართლო ინსტანციის დადგენილებით, შექმნილ პირობებში დრონების გამოყენება პირადი ცხოვრების უფლების სერიოზულ და აშკარად უკანონო დარღვევას წარმოადგენს.
სახელმწიფო საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ პერსონალური მონაცემების წესების საწინააღმდეგოდ გამოყენების რისკები არსებობს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარიზის პოლიციის პრეფექტურაში აცხადებენ, რომ პირების იდენტიფიცირება დრონების გამოყენების მიზანი არ არის და რომ მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება აკრძალული შეკრებების გამოვლენა, რაც პოლიციას საშუალებას აძლევს ოპერატიულად დაშალოს ისინი.





